ეს საინტერესოა

’’პრინც მაჩაბელი"-ცნობილი ქართველი! სამაჩაბლოს უკანასკნელი მემკვიდრე, რომელმაც სახელი მოიხვეჭა მთელს მსოფლიოში! იყო უზომოდ შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე

ფირმა Prince Matchabelli კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, როგორც მსოფლიოს ცნობილი საპარფიუმერიო ფირმების ღირსეული კონკურენტი. პროდუქცია, რომელსაც იგი უშვებს, მისი დამფუძნებლის სახელითა და რეცეპტით გამოდის და, რაც მთავარია, საფირმო ნიშანიც იგივეა - გიორგი მაჩაბლის მიერ შექმნილი ემბლემა - ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინი, რომელიც თბილისში ახლახან დაფუძნებული "გიორგი მაჩაბლის ფონდის" ემბლემაცაა.

"იყო და არა იყო რა! იყო ერთი პრინცი. მან თავისი სატრფო პრინცესასთვის შესანიშნავი სუნამო შეაზავა და ამის შემდეგ ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ... ეს სიტყვები ზღაპარივით ჟღერს, მაგრამ ზღაპარი სულაც არ გახლავთ. ესაა ნამდვილი ამბავი პრინც მაჩაბლისა და დიდი პარფიუმერიული საზოგადოებისა, რომელიც მან დააარსა აქ, შეერთებულ შტატებში 1920-იანი წლების დასაწყისში", - ასე იწყებოდა სტატია ერთ-ერთ ამერიკულ ქალთა ჟურნალში. ის "იყო უფროსი ვაჟი ერთი კეთილი და წარჩინებული ოჯახისა საქართველოში, კავკასიის მაღალ მთებში. ვინაიდან ეს სათავადო სახლი იყო მდიდარი და ჰქონდა დიდი ადგილ-მამული, პრინცი გიორგი განათლების მისაღებად ბერლინის სამეფო აკადემიაში გაგზავნეს, რათა სამთამადნო საქმე შეესწავლა... სტუდენტობის დროს ერთ-ერთი მისი თავშესაქცევი ჰობი სუნამოების შეზავება გახლდათ. ამ გასართობმა კი მას დიდი სიმდიდრე შესძინა".ფირმის ფუძემდებელი შექსპირის მთარგმნელ ივანე მაჩაბლის უფროსი ძმის, ვასილის ვაჟი გიორგი მაჩაბელია.
გამოყენებული მასალა გიორგი მაჩაბელი სუნამოების პრინცი

3 comments:

  1. სხვათა შორის გუშინ მინდოდა მეკითხა ამის შესახებ, როცა სუნამოს ფლაკონები ვნახე. მეც მახსოვდა ფირმა მაჩაბელზე, მაგრამ ბუნდოვნად და შეკითხვის დასმა მომერიდა. დიდი მადლობა..

    ReplyDelete
  2. ერთი რჩევა ჩემგან.
    ჩართეთ ამ საქმში უცხო ენების პედაგოგები. ეს ბლოგები უცხოელებმაც უნდა ნახონ და იკითხონ. ძალიან ცოტაა ჩვენს შესახებ ინეტში არსებული რეალური ისტორიები. ნახევარზე მეტს არაქართველები წერენ თავიანთი სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე და ყველაფერს აყალბებენ... ამიტომ, ჩვენს შექმნილ ბლოგებს სინამდვილეში ძალიან დიდი დანიშნულება გააჩნიათ – არა მხოლოდ სასწავლო, არამედ ისტორიულ–პოლიტიკური და კულტურული ღირებულებითაც უმნიშვნელოვანესია...
    გისურვებთ წარმატებებს...

    ReplyDelete
  3. დიდი მადლობა ფიქრია...
    ვცდილობთ თარგმნასაც, თავად მოსწავლეები ცდილობენ

    ReplyDelete