ივანე მაჩაბელი

იქნებ მტკვართან დასცდა ფეხი, ვინ იცის,
როცა მთვარე ქართლის მთა-ველს ქარგავდა,
რა ჯანდაბამ დააძინა თბილისი,
არ იცოდა, რა დიდებას ჰკარგავდა.
თუ მთაწმინდამ დაიშურა ნიავი,
ვერ უკოცნა შუბლი დასადაფნავი,
რა ყოფილა ბედი ოხერტიალი -
არ აღირსა სამშობლოში საფლავი!
იქნებ ღამით ქართლის მთებიც კვნესოდენ,
როცა თვალი გასაქცევად ეჭირა,
რად უყვარდა საქართველო ესოდენ -
გოჯ მიწაშიც ქართველს არ შეეცილა...
... და მამულის შეკრთა მიწა - მტკივანი,
მისი ხვედრი მწარე სევდად დარჩა ერს,
საქართველო და მთაწმინდის ნიავი -
დღესაც ეძებს კვალდაკარგულ მაჩაბელს.
ჩალაბაშვილი თემურ.1983 წ.

დაიბადა ქართლის შუაგულში, სოფ . თამარაშენში . ერთ დროს ცნობილ ქალაქში. პლატონ იოსელიანის ცნობით, ეს ქალაქი 1190 წელს დაუფუძნებია თამარ მეფეს. ქალაქის მცხოვრებნი ვაჭრობას აწარმოებდნენ ოსებსა და მთის სხვა მოსახლეობასთან , რუსუდანის მეფობის დროს იგი ერთიან მოსრნა და მიწასთან გაასწორა ჯალალედინმა. მერე, თანდათანობით, ისევ აღმოცენდა ამ ადგილზე ცხოვრება. მეთხუთმეტე საუკუნის აქეთ თამარაშენი მაჩაბლების რეზიდენციას წარმოადგენს. მაგრამ ქალაქად აღარ მოიხსენიება, ნაქალაქევს ეძახიან, ხოლო უფრო ხშირად _ სოფელს.მისი დაბადების ჟამს ოჯახი უკვე გაღარიბებული ყოფილა..დაწყებითი განათლება ოჯახში მიუღია, შემდეგ კი სწავლა თბილისის გიმნაზიაში განაგრძო (1863 წ) ამ პერიოდში საქართველო უკვე რუსების მიერ არის ანექსირებული, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სკოლებშიდან ქართული ენა იდევნებოდა, თუმცა არსებობდნენ ადამიანები, ვინც არ უშინდებოდნენ იმ პერიოდის რეჟიმს და მაქსიმუმს აკეთებდნენ , რათა მოსწავლეებს ქართული ესწავლათ. სწორედ იმ დროს მოღვაწეობდა ცნობილი პედაგოგი და მწერალი პ. უმიკაშვილი, რომელიც მოსწავლეებში ქართული ენის, კულტურის სიყვარულს აღვივებდა, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა ის, რომ ბევრი მისი მოსწავლე აგრვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს,  თარგმნიდნენ ქართულად, მათ შორის იყო პატარა ივანეც, სწორედ გიმნაზიაში სწავლის დროს თარგმნა ანტიკური ლიტერატურიდან ქართულ ენაზე ნაწარმოები. 1870 წელს ივანე მაჩაბელი წარმატებით ამთავრებს გიმნაზიას და სხვა თერგდალეულების მსგავსად მიემგზავრება პეტერბურგს, სწავლის გასაგრძელებლად, სწორედ იქ შეხვდა და დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს      

ივანე მაჩაბელი და ილია ჭავჭავაძე
პეტერბურგი 1873 წ.
”..პატარა სტუდენტური ოთახი პაპიროსის კვამლს გაუვსია. ყელმოტეხილ ბოთლში გამაგრებული სანთელი მკრთალად ანათებს ოთახს; სამარისებურ მყუდროებას
საათის სუსტი ტაკატუკი არღვევს. გარეთ ცრის შემოდგომის ცივი,
გულისგამაწვრილებელი წვიმა. ვიწრო ფანჯარაზე ფარდა ჩამოუფარებიათ. ოთახი
ღარიბულად არის მორთული, ამ მხრივ, ნამდვილი სტუდენტურია, იმ განსხვავებით,
რომ ყველაფერში წესრიგი და სისუფთავე იგრძნობა.მაგიდას მისჯდომია პეტერბურგს ბანკის საქმეებზე ჩამოსული ილია ჭავჭავაძე და
რაღაცას გატაცებით კითხულობს. დროდადრო თავს ასწევს და მეგობარს შეხედავს,
რომელიც მის პირდაპირ ზის. ეს არის ახალგაზრდა ნაფიცი ვექილი ვასილ მაჩაბელი.
იგი ამაყი ღიმილით უპასუხებს ილიას მზერას. ვანო ფანჯარასთან დგას, ხელით წიგნის
თაროს დარყდნობია და ილიას შეყურებს. გული უფანცქალებს, მაგრამ ცდილობს
გარეგნულად არ დაიმჩნიოს მღელვარება. სანთლის მკრთალ შუქზე კიდევ უფრო
ფერმკრთალი ჩანს. ხშირ-ხშირად აიქნევს ხოლმე თავს და შუბლზე გადმოყრილ თმას
გაისწორებს.
დღეს შეხვდა იგი პირველად ილია ჭავჭავაძეს. დღესვე მისი პირველი სერიოზული
გამოცდაა: დიდი მწერალი ეცნობა ვანო მაჩაბლის თარგმანს, შექსპირის “მეფე
ლირის” ნაწყვეტებს. ვანო იცის, როგორი მკაცრი კრიტიკოსიცაა ილია ჭავჭავაძე.
აგონდება მისი წერილი “შეშლილის” მთარგმნელ თავად რევაზ ერისთავზე.
ახალგაზრდა მწერალს გული ელევა, მანამ ილიას აზრს მოისმენდეს.
მაგრამ ილია სულაც არ ჩქარობს.
მან დაამთავრა კითხვა, ისევ შეხედა ვასილ მაჩაბელს, წამოდგა, გაიარ-გამოიარა.
სახეზე ვერაფერს შეატყობ კაცი. კვლავ მაგიდასთან მივიდა, სკამზე ჩამოჯდა და ახლა
უკვე სახეგაბადრულმა წარმოთქვა: “დიდებულია”.”.....ვახტანგ ჭელიძე

1876 წ. მაჩაბელი სასწავლებლად უცხოეთში გაემგზავრა, ჯერ გერმანიში, შემდეგ-პარიზში.1879წ. მაჩაბელი დაბრუნდა საქართველოში და ნაყოფიერ შემოქმედებით და საზოგადოებრივ მოღვაწეობას შეუდგა. ამავე წლიდან ქართულ პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები და თარგმანები. ი. მაჩაბელი აქტიური მონაწილე იყო ყველა იმ საზოგადოებრივი წამოწყებისა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. (“ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, თეატრალური საზოგადოებები, სასკოლო კომიტეტი, სათავადაზნაურო ბანკი, “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისია და სხვა.) იგი იყო შოთა რუსთაველის პოემის 1888 გამოცემის რედაქტორი; დიდი დახმარება გაუწია პოემის ილუსტრატორს, უნგრელ მხატვარს მ.ზიჩის, აგრეთვე მარჯორი უორდროპსა და პოემის სხვა უცხოელ მთარგმნელებს. მანვე რუსი კომპოზიტორის მ.იპოლიტოვ-ივანოვის თხოვნით დაწერა ლიბრეტო ოპერა “ვეფხისტყაოსნისათვის.”
ი.მაჩაბელი 1879წლიდან “ივერიის” აქტიური თანამშრომელი, ხოლო 1882-83წ. რედაქტორი იყო. მისი პუბლიცისტური წერილები თეატრის, ლიტერატურისა და ხელოვნების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების, სოფლის მეურნეობის, ბუნების დაცვისა და სხვა საკითხების შესახებ გამოირჩეოდა მკაფიო მიზანდასახულობით. 1883-85წ.წ-ში იგი რედაქტორობდა გაზ. “დროებას”.
 
ქართული თეატრი 
 
დიდი როლი ითამაშა ივანე მაჩაბლის შექსპირის თარგმანებმა ქართული დრამატურგიის განვითარების საქმეში, ი.მაჩაბელმა გაამდიდრა ქართული თეატრის რეპერტუარი. თარგმნა მოლიერის “ეჭვით ავადმყოფი”, სხვადასხვა ენიდან გადმოაკეთა პიესები ,,ადვოკატი მელაძე”, ,,ფრუ-ფრუ ანუ ცქრიალა საძაგელი”, ,,ორ ცეცხლ შუა” და სხვა. ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ მხატვრულ მთარგმნელობით ლიტერატურაში. ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი ,,ჰამლეტი” (1886წ.), ,,ოტელო” (1888წ.), ,,მაკბეტი” (1892წ.), ,,რიჩარდ III” (1893წ.), ,,იულიუს კეისარი” (1896წ.), ,,ანტონიო და კლეოპატრა” (1898წ.) და ,,კორიოლანოსი” (1898წ.) გამოირჩევა ორიგინალთან სიახლოვით, შექსპირის მხატვრული ენისა და დიალოგის ვირტუოზული გადმოცემით, აზრის სინათლითა და დინამიკურობით, დედნის პროზის ლაკონურობის შენარჩუნებითა და შექსპირული თეთრი ლექსის ოსტატური გადმოღებით. გარდა ამისა, მთარგმნელი თავისუფლად ინტერპრეტირებს ფრაზეოლოგიებით, ცდილობს მაქსიმალურად ქართული გახადოს ინგლისელი კლასიკოსის ნაწარმოებები
 ივანე მაჩაბელი ,,ვეფხისტყაოსნის''მეცნიერული გამოცემების ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი,საადგილმამულო ბანკის მოლარე.ამასთან დაკავშირებით წამოიჭრა დავა მაჩაბელსა და ილია ჭავჭავაძის შორის...1883 წელს მაჩაბელი საბოოლოდ ჩამოშორდა ბანკს.1898 წელს ივანე მაჩაბელი უკვალოდ გაქრა...

მძიმედ დასნეულებული ვანო მაჩაბელი 1898 წლის 26 ივნისს შინიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ეს დღე, ალბად ყველაზე იდუმალებით მოცულია ქართული ლიტერეტურის ისტორიაში; სულ 44 წელი იცოცხლა
 გადავხედოთ ს 1880 წელს გაზეთ ”დროებას ” , აქ გამოქვეყნდა ივანე მაჩაბლის წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო: ”დიდი ხანი არ არის, რაც ტელეფონი მოიგონეს, ეს ისეთი მაშინაა, რომლის შემწეობით შეიძლება კაცმა თავისი ხმა ძალიან შორს გააგონოს. ეს მაშინა მოიგონეს თუ არა, მაშინვე ამერიკაში ზოგიერთებს აზრათ მოუვიდა ქალაქებში გამოეყენებინათ. მოუვიდათ და აზრათ და შეასრულეს კიდეც”.. გამოდის პირველი ტელეფონის შესახებ ივანე მაჩაბელმა აცნო საქართველოს საზოგადოებას , ამ ტეელფონში მწერალი ბეილის აპარატებს გულისხმობდა, რომლის შესახებ ცოტა მოგვიანებით გაზეთი ”ივერია ” წერდა ”ქალაქის გამგეობიდან ავჭალამდე გაყვანილი ტელეფონი უკვე მოქმედებს. ამ ტელეფონის საშუალებით ქალაქის გამგეობა და წყლის მილების გამყვანი ერთმანეთს ელაპარაკებიან საჭირო საგნებზედ. ხმები გარკვევით მოისმის.” ცოტა ხნით ადრე კი, ბევრმა თბილისელმა უარი თქვა აბონენტობაზე და ამიტომ 50 ნომრიანი სატელეფონო სადგური ქალაქში არ და’.. სწორედ 1886 წელს ამუშავდა პირველი სატელეფონო ხაზი გამგეობასა და ავჭალას შორის . 

ივანე მაჩაბლის შვილები ნიკო და ელენე მაჩაბლები





















გამოყენებული მასალა
1. ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი 
2.ბურუსი. თენგიზ ვერულავა -ივანე მაჩაბელი 

No comments:

Post a Comment