ივანე მაჩაბლის №11

ლავრენტი ბერიას რეზიდენცია
საუბარი სოლოლაკში                                       
ხშირად ჩამივლია ამ სახლთან... განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა მაშინ, როცა აქ სახალხო დამცველი მუშაობდა...ჩვენ რომ მივედით მაშინ არავინ ჩანდა , უბრალოდ ლამაზი სახლის ”უკან”  ის ისტორია იმალება, რომელიც ბევრმა არ იცის, ზოგმა იცის, მაგრამ შიში მაინც შემორჩა მის გონებას და არ საუბრობს, ან ისევ ჩუმად , ”სამზარეულოში” ყვება , არიას კიდევ ”ახალი თაობა” , მაგალითად ჩემი მოსწავლეები , ისმენენს, კითხულობენ , აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას , აღმოაჩენენ ჩვენ შეცდომებს , სვამენ შეკითხვებს .. კარგია, როცა პასუხს მათ ხშირად ისეთი პიროვნება გასცემს , როგორს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთ ერთი დამფუძნებელი ირაკლი ხვადაგიანია... სრულიად მიუკორძოებელი ადამიანი, მე ”მშურს” ირაკლის წყნარი და საინტერესო თხრობა , მის ხელში ამდენმა ტკივილმა გაიარა, ამდენ რეპრესირებულ ადამიანს შეხვდა, ის ყვება იმ პერიოდის ისტორიებს ზუსტად, ფაქტებით , გვასწავლის სად რა შეცდომაა დაშვებული . სად რა არის გამოსასწორებელი ...ეს შენობა, სავარაუდოდ, აშენებულია მეოცე საუკუნის პირველ წლებში და მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა, როდესაც აქ ლავრენტი ბერიას რეზიდენცია განთავსდა. რეზიდენცია ამ შენობაში 1931-1938 წლებში მდებარეობდა, როდესაც ბერია იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო. მოგვიანებით, მოსკოვში სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარად გადაჰყავთ. შენობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო მასთან დაკავშირებული ყველანაირი დოკუმენტი გასაიდუმლოებული იყო და დღეისათვის, ზუსტად, არქიტექტორის დადგენაც კი შეუძლებელია.1930-იანი წლების რეპრესიების შედეგად მაჩაბლის ქუჩაზე მასიურად დასახლდნენ რეპრესიების პროცესში აქტიურად ჩართული პირები. ამ სახლში მერე კომკავშირის შტაბი იყო... ჩვენ ყურადღება სწორედ ლავრენტი ბერიაზე გავამახვილეთ , მოვისმინეთ და შემდეგ ინფორმაციის მოძიებასაც შევუდექით

ვნახოთ, რას ამბობენ ჩემი მოსწავლეები :
თინათინ გაჩეჩილაძე XI კლასი ”დამეთანხმეთ , რომ ძალიან ლამაზი შენობაა, თუმცა ისტორიას არასოდეს ჩავღრმავებივარ.. ვიცოდი ეს იყო ბერიას სახლი ადრე ... ბერიაზე სკოლაშიც მსმენია, ფილმშიც, უბრალოდ ისტორიიდან ვიცოდი , მაგრამ როცა ამ სახლთან დადგებით და თვალწინ გადაგიშლიან იმ საქართველოს 30-იან წლებს და როცა ჩაფიქრებდი იმ ათასობით უდანაშაულო მსხვერპლზე, რაც რეპრესიებმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას , გიჩნდება კითხვა -ვინ და რატომ ჩაიდინა ეს? რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს  მტერს ჯერ საერთო სახელს ვარქმევთ ხოლმე , ”რუსი ოკუპანტი”, მაგრამ ბერია ხომ ქართველია? განა ქართველები არ იყვნენ რეპრესიების დროს , ვინც აბეზღებდნენ საკუთარ მეზობლებს, ნათესავებს, ან ქართველები გვარები არ  ფიგურებს საქართველოს ოკუპახიაში-სერგო ორჯონიკიძე , ფილიპრ მახარაძე , მამია ორეხელაშვილი... ყველა საქართველოს ”უძღები შვილია”, ყველა... მტერს ჩვენი დამარცხება ჩვენივე ხალხით უფრო შეუძლია”                                                                                                                                
ამ სახლში არ ცხოვრობდა, ნოე რამიშვილი
ცხივრობდა მაცაბლის №12-ში, სადაც შემდეგ
ლავრენტი ბერია დაბინავდა 
დავით შარაბიძე XI კლასი : ”ძალიან საინტერესო ტური გვქონდა სოლოლაკში, ბერი ისტორია მოვისმინეთ. ამ სახლზე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ბერიამდე, როგორ გავიგე ნოე რამიშვილი ცხოვრობდა, რატომღაც წარწერა ქვემოთ არის გაკეთებული, იმედი მაქვს ეს გამოსწორდება”
ნანუკა დემეტრაშვილი XIIკლასი ”ტურის მერე მასალები მოვიძიე და არ შემიძლია ის ფრაზა არ გაგიზიაროთ, რაც ბერიამ მისი სასამართლოზე განაჩენის გამოტანის შემდეგ თქვა "მესმის, რომ საშინელი დანაშაულები ჩავიდინე, მაგრამ ნიჭიერი ორგანიზატორი ვარ, ამიტომაც მგონია, სასარგებლო ვიქნები პარტიისა და ხელისუფლებისთვის, რის გამოც ვითხოვ შეწყალებას! "   ”ჩეკას” ერთ-ერთი პირველი გამომძიებელი ,  თავიდანვე გეგმავდა საქართველოს გასუფთავებას  "სარეველასაც აღმოვფხვრით და საქართველოსაც გადავხნავთ!" (1922 წელი), ამ სიტყვების მერე ის ჩეკას უფროსის მოადგილედ დაინიშნა.. მის ბრალდებაში ვკითხულობთ , რომ მას სამშობლოს ღალატისთვის, საქმეების გაყალბებისთვის, ფალსიფიკაციისთვის, უდანაშაულო ადამიანების მკვლელობისთვის დახვრეტა მიუსაჯეს. ასევე შსს-ს არქივის
დოკუმენტური მასალებით ირკვევა, რომ ლავრენტი ბერიას ბრალდებები წინასწარ ჰქონდა გამზადებული. ყველა იმ ადამიანს, რომლის გზიდან ჩამოშორებაც სურდა, კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ან ტერორისტული აქტის მზადებაში , თუმცა კარგად ვიცით, რომ არც ტიციანი, არც პაოლო, არც ევგენი მიქელაძე და კიდევ უამრავი ცნობილი, თუ უცნობი ადამიაები არც ტერორისტები ყოფილან და არც სამშობლოს მოღალატეები” ბერია ადანაშაულებდა. დაპატიმრებულთაგან სასურველ აღიარებით ჩვენებებსაც "იღებდა" და ათეულობით ადამიანს სიცოცხლეს ასალმებდა.
ლიზი ჩადუნელი XIკლასი ” მე პაოლო იაშვილის თემაზე ვმუშაობ, ამ ტურმა პირდაპირ დამანახა რა იყო, რა ხდებოდა... ბერიას მითითებით არა   მხოლოდ ხვრეტდდნენ ადამიანებს, არამედ აწამებდნენ, ზოგჯერ ლავრენტი თავადაც იღებდა წამებაში მონაწილეობას , ახლა ევგენი მიქელაძე მახსენდება... ის  აიძულებდა ადამინებს  , რომ თავი მოეკლათ, რათა საკუთარი ოჯახი გადაერჩინათ, ეს ძალიან მტკივნეული თემაა”...
   დავით თეთრაძე XI კლასი ”ნინო მასწავლებლმა ირაკლი რომ გაგვაცნო , იმის მერე ველოდი როდის იქნებოდა ტური სოლოლაკში , ერთი ქუჩის შესწავლას ოთხი საათი მოვუნდით, ვერც სიცივე ვიგრძენი , ვერც დაღლილობა , ძალიან ხშირად დავდივარ ამ ქუჩაზე, მე ხომ აქ ვსწავლობ, მე თავად გამოვცადე რა არის უსამართლობა , მე ვიცი  რა არის სიმართლეს რომ  შეეწირება ადამიანი მსხვერპლად, ისიც მაინტერესებს -რას ფიქრობს ჯალათი, რომელიც უდანაშაულო ადამიანს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს , წავიკითხე    ლავრენტი ბერიას საიდუმლო დღიურები  .   ბევრი მკვლევარი ეჭქვეს აყენებს , რომ ბერია დღიურებს წერდა, მეც გადავხედე და ერთმა ფრაზამ მწარედ გამაცინა ”სროლა მოგვიწევს. ხალხი მეცოდება. თუ აზროვნება არ შეგიძლია, მთელი ცხოვრება სულელურად იცხოვრებ. ცხოვრებით კი რაღაცნაირად უნდა იცხოვრო. ჰოდა ცხოვრობენ როგორც სულელები. მაგრამ ახალი ადამიანები იზრდებიან... ჩვენზე ჭკვიანები და ჩვენზე ჭკვიანურად იცხოვრებენ.”... კი,
ჩვენ ახალი ადამიანები ვართ, ჩვენ მეტად შეგვიძლია შევაფასოთ საქართველოს ძველი , ტრაგიკული ფურცლები, მკვლევარი არ ვარ, მაგრამ ვერ ვიჯერეს , რომ ბერიას ხალხი შეცოდებოდა... თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია ...ერთ რამეში კი ვეთანხმები, ვინც ვერ აზროვნებს სულელურად ცხოვრობს , ვინც ვერ აზროვნებს მისი მართვა ადვილად შეიძლება .. ამიტომ, ვეცადოთ, მეტად ვიაზროვნოთ და რეალურად შევაფასოთ წარსული ”
ვანო ბეიტრიშვილი XI კლასი  : ”იშვიათად, მაგრამ, საწუხაროდ , მაინც მსმენია ზოგი რომ ამბობს ბერია  სტალინის მარჯვენა ხელი იყო და იმას ხვრეტავდა ვინც სამშობლოს მოღალატე იყოო. თუმცა ხშირად დახვრეტილების სიაში ისეტი ადამიანების სახელსა და გვარს წაიკიტხავ, რომ არ შეიძლება არ გაგიჩნდეს პროტესტი ამ მოსაზრების მიმართ. სოლოლაკის   ტურის მერე  ბევრ ინფორმაციას გადავხედე და ერთი მინდა გითხრათ, ბერიას შეეძლო მოეკლა ყველა, იმ შემთხვევაშიც კი  თუ საკუთარ , პირად სურვილს ვერ შეისრულებდა .. მაგალითად კი თინათინ ჯიქიასადმი მისი სიყვარული შემიძლია გავიხსენო  ,  იმას აღარ ვამბობ, რომ ქურდობა ბერიას ბავშვობიდანვე უყვარადა და ზედმეტ სახელად ”მეძებარს” ეძახდნენ 
   ბერიას  კარიერული წინსვლაც სწორედ  ცბიერმა და დაუნდობელმა ხასიათმა განაპირობა. და ამ ხასიათის დამსახურება იყო ისიც, რომ მან არ დაინდო ქალი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა.. ქალის   უარმა ბერია ისე გააცოფა, რომ მისი ქმარი, ცნობილი ჰიდროინჟინერი ვლადიმერ ჟვანია დახვრიტა, თვითონ თინათინი კი გადაასახლა. ამ სიყვარულის ამბავს შეეწირა ბაქტერიოფაგის დამფუძნებელი გოგი ელიავაც და ქართული ინტელიგენციის საკმაოდ დიდი ნაწილიც.მოკლედ ამ კაცმა საქართველოში დიდი უბედურება დაატრიალა და ამ სახლში რეპრესიების მსხვერლის მუზეუმი რომ გაიხსნას უკეთესი იქნება თუმცა ისიც გავიგე , რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერიას ”პიროვნების კულტის” წინააღმდეგ კამპანიის აგებას აპირებდა, მაგრამ დახვრიტეს ”პირველი მეგრელი”  .. ვერ მოასწრო ”შეცდომების გამოსწორება ” , ან კი რა გამოასწორებდა მის შეცდომებს , არ ვიცი , მე ამას შეცდომებსაც არ დავარქმევდი ”



გამოყენებული მასალა  

  sovlab               
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია                                                                                  ლავრენტი ბერია და მისი საქმეები
ნომერი 18 - ბერიას სიყვარულის ისტორია
ლავრენტი ბერიას ორი გერმანიის გაერთიანება სურდა

No comments:

Post a Comment