Wednesday, March 5, 2014

ივანე მაჩაბლის ქუჩა....

-უკაცრავად, მწერალთა სახლი სად მდებარეობს?
-მაჩაბელზე...
-მაჩაბელი სად არის ? 
 მე ცოტა დავიბენი , სახეზეც შემატყო ეტყობა .. 
-ა, თქვენც არ იცით? 
- როგორ არა, მაჩაბელზე ვართ ახლა, უბრალოდ ზევით აუყევით... 
 სანდომიანი ქალბატონი კიდევ ერთხელ შემავლებს თვალს , მემგონი ეჭვი გაუჩნდა, ხომ არ მატუებსო...
- სანამ ასათიანიზე გახვალთ, იქ არის .. ლამაზი შენობააა, სარაჯიშვილის ძველი სახლი 

ბოლო სიტყვებს აღარ მოუსმინა, ალბათ არ აინეტერსებდა, ან არ უნდოდა კიდევ ახალ  ”თავსატეხზე” ეფიქრა... მე ცოტა ხანი ისევ გავჩერდი , გამახსენდა სიცვეში როგორ ვიდექით აქ თითქმის ოთხი საათი,  .. არა, აქცია არ გვქონდა , არც მარტო ერთ სახლს შევყურებდით... ან ერთ ისტორიას ვისმენდით... ჩვენ უცბად გადავინაცვლეთ მაშინ საბჭოთა საქართველოს ყველაზე ტრაგიკულ პერიოდში ... უბრალოდ ძალიან ლამაზი და სევდიანი დღე გვაჩუქა ირაკლი ხვადაგიანმა...
  ქალი ნელა მიუყვებოდა გზას, არ შეუხედავს არცე რთი შენობისათვის , მიდოდა და რაღაც დარდი მიქონდა.... მოვტრიალდი ..... მე მჯერა ჩემი მოსწავლეები სხვებს მოუყვებიან ამ ქუჩის შესახებ,  მათ ხომ იციან?! .. მაგარმ ეჭვი მაინც მიჩნდება, შევძლებთ ყველას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა?! უბრალოდ ჩამოვსხდეთ და ავუხსნათ რამდენ ტრაგედიას იტევს ერთი ქუჩა?! და რამდენია ასეთი, ათასი? სოლოლაკში ამდენი არ არის, მაგრამ აქ ყველაზე ლამაზი ისტორიის გვერდით, ყველაზე მწარე ისტორიის ფურცლებიც გადაიშალა...  ყველა არა, მაგრამ შენ მაინც ხომ გაიგებ , ჩემო მკითხველო...
  არ დამძრახო, რეებს წერო... ფილოლოგი არა ვარ , ერთი უბრალოს ისტორიკოსი ვარ და მინდა გაგიზიარო ამბავი ერთი ქუჩის შესახებ ჩემ მოსწავლეებთან ერთად ...